ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
13-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს - ქეთი მუკუტაძეს (IX კლასი), ნანა უსტიაშვილს (IX კლასი), გიორგი აბუსელიძეს (IX კლასი), ლიკა მუკუტაძეს (X   კლასი), ნოდარი ზოსიძეს (X კლასი), ანრი კეკელიძეს (X კლასი), ლიკა ივანაძეს (XI კლასი) და ლიზი ზოსიძეს (XI  კლასი) „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში შუახეველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203