წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
13-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - დათა მუთიძე  (VIII კლასი), მათე მუთიძე (VIII    კლასი), ბუბა ბერიძე (VIII  კლასი) და მალხაზ ბერიძე (IX კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში შუახეველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203