ბარდნალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სწავლის პირველი კვირა შეაჯამეს
13-10-2021
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სწავლის დაწყების პირველი კვირა შეაჯამეს.
პატარა მოსწავლეებმა შემაჯამებელ გაკვეთილზე საყვარელი სასკოლო საგნები დაასახელეს და პირველი დამრიგებელი ასახელეს.
„უსაყვარლეს პირველკლასელებთან პარასკევს, 8 ოქტომბერს, სწავლის დაწყების პირველი კვირა „შევაჯამეთ“. სკოლა ყველას მოსწონს, სოფო მასწავლებელი, სასწავლო საგნებიდან კი ხელოვნება და სპორტი გამოარჩიეს. ყველანი საბავშვო ბაღის მეგობრები არიან, ამიტომაც უყვართ ერთმანეთი. მადლობა მათი ბაღის აღმზრდელებს, რომ ასეთ კარგ მომზადებულ ბავშვებს გვიგზავნიან. მადლობა სოფო მასწავლებელს, რომელმაც კეთილმოწყობილი და მიმზიდველი გარემო დაახვედრა თავის აღსაზრდელებს და მათ მზრუნველობას არ აკლებს! წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე ჩვენი და ყველა სკოლის პირველკლასელებს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს