ალპანის საჯარო სკოლაში დირექტორმა, მაია ჩაჩხიანმა საერთაშორისო პლატფორმა წარადგინა
13-10-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია ჩაჩხიანმა საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 საკუთარ სკოლაში დიდი წარმატებით წარადგინა.

„CK-12 ინტერაქტიული, შემოქმედებითი და შემეცნებითი საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა! ქართულ ენაზე ნათარგმნი ელექტრონული წიგნები და რესურსები - ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ადაპტირებული პრაქტიკული სამუშაოები, სიმულაციები, ვებინარები. ამ პლატფორის შესახებ ინფორმაცის გადაცემა და კონსულტირება, პირველ რიგში საკუთარ სკოლაში უნდა წარგენილიყო. აბა რა, როდესაც დაინტერესება და სურვილი იყო; ყველაფერი წინაა! უღრმესი მადლობა - „განათლება ყველასათვის - საქართველო“, „განათლების კოალიცია“, რომ მომეცით საშუალება კონსულტანტ-მასწავლებლის სტატუსით თქვენი საქმიანობის თანაზიარი ვყოფილიყავი“, - წერს მაია ჩაჩხიანი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203