ეკის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-10-2021
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობენ.

„გლოვობს საქართველო! ეკის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობენ. სკოლის მოსწავლეებმა ტრაგიკულად დაღუპულ უმანკო სულებს პატივი მიაგეს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, ამინ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203