წყალთბილის საჯარო სკოლის პირველკლასელები დასაჩუქრდნენ
13-10-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

ისინი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დაასაჩუქრა. 

სკოლა პირველკლასელებს სკოლაში შესვლას კიდევ ერთხელ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203