ზემოხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
13-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
IX კლასის მოსწავლეებს - ანრი კონცელიძეს, გუგა ქარცივაძეს და გუგული ყიფიანს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში შუახეველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.