ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლანა ბერიძე და სალომე ფუტკარაძე „ეტალონმა“ დააჯილდოვა
13-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

VIII კლასის მოსწავლე ლანა ბერიძეს და IX კლასის მოსწავლე სალომე ფუტკარაძეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში შუახეველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203