თბილისის N71 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ხათუნა ფახურიძემ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
13-10-2021
თბილისის N71 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ხათუნა ფახურიძემ სხვა სკოლების პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების შესახებ - თბილისის, ქობულეთის, თელავის, ახმეტის, გორის, ახალციხის, ჭვინთის, მარტვილისა და ვანის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელსაც ხათუნა ფახურიძე უძღვებოდა.

„ვაგრძელებთ ახალი სასწავლო წლის გზაზე, წარმატებულ სვლას! ჩვენი სკოლის კიდევ ერთი მასწავლებლის, ხათუნა ფახურიძის მიერ გამოცდილების გაზიარება, სხვა სკოლის მასწავლებლებისთვის! კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების შესახებ - თბილისის, ქობულეთის, თელავის, ახმეტის, გორის, ახალციხის, ჭვინთის, მარტვილისა და ვანის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში, მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია წიგნებით სწავლების მეთოდისა და ტექნიკების შესახებ. ტრენინგს თბილისის N71 სკოლის მასწავლებელი უძღვებოდა, რომელსაც „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდში სერტიფიცირებული ტრენინგი აქვს გავლილი და უკვე წელიწადზე მეტია ამავე სკოლის მოსწავლეებს „გამარჯობა რუბის“ წიგნით ასწავლის პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებას“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203