აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ​ „ეტალონში“
13-10-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანი ღულათავა, თიკო საბულუა, გიორგი გამისონია, ლიზი ესართია, გიორგი ჯინჯოლია, თედო თოლორაია და ნანა თოდუა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ​ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

აფხაზეთის ა/რ დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ, კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის კი თედო თოლორაიამ და ნანა თოდუამ ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აფხაზეთის ა/რ მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 61 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203