ნახშირღელის საჯარო სკოლას 7 წამყვანი მასწავლებელი შეემატა
13-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის პედაგოგებმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და ამით სტატუსი აიმაღლეს. 

ამჯერად, სკოლას 7 წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის დირექტორი ვაჟა ბუიღლიშვილი პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც კარიერულ წინსვლას უსურვებს. 

„დიახ, კიდევ 7 წამყვანი მასწავლებელი შეემატა ჩემს სკოლას. გილოცავთ, მეამაყებით“,- წერს სკოლის დირექტორი ვაჟა ბუიღლიშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203