„პედაგოგებს მთიან რეგიონში უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ, ზოგჯერ საერთოდ არაა შუქი და ინტერნეტი“- თემურ ტარიელაძე, ვანის საჯარო სკოლის დირექტორი
13-10-2021
რა სურს მოსწავლეს? რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ,? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ თემურ ტარიელაძე გვიზიარებს.
- სკოლაში არის შექმნილი. . .
- ნორმალური გარემო მოსწავლეთა სწავლების პროცესის სწორად წარმართვისათვის.
- მოსწავლეს სურს...
- სიახლეების მოძიება სხვადასხვა საკითხებზე
- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .
- სასწავლო გარემოს შეჩერება.
- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .
- შენი საქმე აკეთო კარგად და ნორმალურად.
- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .
- ქვეყნის გაძლიერებას და მშვიდობას.
- პედაგოგებს სჭირდებათ. . .
- მთიან რეგიონში უფრო მეტი დახმარება ზოგჯერ საერთოდ არაა შუქი და ინტერნეტი.