ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
13-10-2021
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში მე-7ბ კლასის მოსწავლებმა ცოდნის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.
პრეზენტაციის სახელი იყო: „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს“.
მოსწავლეებმა, სწავლის შესახებ, სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მოღვაწეების გამონათქვამები მოიძიეს და ერთ პრეზენტაციაში გააერთიანეს.
„მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს“. მათ მოიძიეს სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მოღვაწეთა გამონათქვამები სწავლა-აღზრდის შესახებ. გაითავისეს ილიას მოსაზრება, რომ „ახლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია”,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს