წყავროკას საჯარო სკოლაში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-10-2021
ჯემალ ნოღაიდელის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თანამშრომლები ეზოში შეიკრიბნენ და ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს.
აღნიშნული ქმედებით სკოლამ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების მიმართ თანადგომა გამოხატა.
ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს.
,,წუთიერი დუმილი წყავროკას საჯარო სკოლაში და თანადგომა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების მიმართ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს