
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი სილაგაძე (მე-11 კლასი), ლიზა თამაზოღლი (მე-11კლასი), ვალერიან ნიკოლავა (მე-9 კლასი) და ანა ქობულია (მე-11 კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აფხაზეთის ა/რ მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: