„წარმატებული ყოფილიყოს ყოველი წამი, წუთი, საათი“- თბილისის N178 სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
13-10-2021
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
პირველკლასელებს სკოლაში შესვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს 1-ელიბ კლასის დამრიგებელი მანანა აფხაზიშვილი.
„ემოციებით სავსე დღე... ჩემო თვალხატულა გოგო-ბიჭებო გილოცავთ ცოდნის ტაძარში შემობრძანებას. წარმატებული ყოფილიყოს ყოველი წამი, წუთი, საათი“,- წერს მანანა აფხაზაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს