ჭუბერის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
13-10-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. პატარებს კლასში ამ დღის აღსანიშნავად, ტორტიც დაახვედრეს.
სკოლა პირველკლასელებს სკოლაში შესვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.