„იყო პატარების გვერდით ნიშნავს, ყველაფერი შეძლო“- რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი პირველკლასელებს სიხარულით შეხვდა
13-10-2021
ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი პირველკლასელებს სკოლაში შესვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„იყო პატარების გვერდით, ნიშნავს ყველაფერი შეძლო, დაძლიო და შეცვალო უკეთესობისკენ. გოთუელებო, სასწავლო პროცესის სასკოლო გარემოში დაწყებას გილოცავთ! საინტერესო, ნაყოფიერი დღეების მოლოდინითა და სიყვარულით“,- წერს ნელი ლიქოკელი, სკოლის დირექტორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს