ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის პედაგოგ რადა სადილოვას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
12-10-2021
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა, რადა სადილოვამ სტატუსი აიმაღლა.

რადა სადილოვას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა ასევე, დოქტორის ხარისხი დაიმსახურა, რაც მისი კოლეგებისთვის ორმაგად საამაყო ფაქტია.

სკოლის დირექცია პედაგოგს მიღწეულ წარმატებას გულითადად ულოცავს:

„ჩვენს პედაგოგიურ კოლექტივს კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი რადა სადილოვა შეემატა! სკოლა ასევე, ქალბატონ რადას დოქტორის ხარისხის მინიჭებას ულოცავს“, - წერია დირექციის მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203