სიქთარვის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
12-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც პროექტის - „Covid 19-ის შემსუბუქება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის“ ფარგლებში გაიმართა.

სკოლა „მშვიდობის კორპუსის“ ყოფილ მოხალისესთან, მერისა დოგერტთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.

„სიქთარვის საჯარო სკოლის თანამშრომლობა „მშვიდობის კორპუსის“ ყოფილ მოხალისესთან, მერისა დოგერტთან „ვირტუალური თანამშრომლობის პროგრამა“ დისტანციურად გრძელდება. პროექტის - „Covid 19-ის შემსუბუქება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა“, ფარგლებში საინტერესო აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებას  მერისა - „მშვიდობის კორპუსის“ პროგრამების მენეჯერთან, თეო ნეფარიძესთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ჩვენი სოფლის მკვიდრი, ყველასათვის საყვარელი ექიმი ლევან კვატაია. დღევანდელი აქტივობის უზრუნველყოფისთვის მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203