კერძო სკოლა „ანაბასისის“ ოთხი კურსდამთავრებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა
12-10-2021
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ წარმატებული კურსდამთავრებულები მუნიციპალიტეტის მერიაში დაჯილდოვდნენ. 

ჯილდო იმ კურსდამთავრებულებს გადაეცათ, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს. 

სულ 16 სტუდენტი დაჯილდოვდა, მათგან კი 4 ანაბასისელია.

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

  • ლიზი სამხარაძე;
  • ნინი შერგელაშვილი;
  • მარიამ აბესაძე;
  • თამუნა ჩინჩალაძე.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში 100% - იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა. მერიის მიერ დაჯილდოებულ 16 წარმატებულ სტუდენტს შორის ოთხი ანაბასისელია - ლიზი სამხარაძე, ნინი შერგელაშვილი, მარიამ აბესაძე, თამუნა ჩინჩალაძე.
ვულოცავთ მათ ამ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203