„პედაგოგებს გვერდში დგომა და შრომის აღიარება სჭირდებათ“ - ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე
12-10-2021
მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე საუბრობს:

- სკოლაში იგრძნობა. . .

- სკოლაში იგრძნობა ურთიერთპატივისცემა,მონატრება,სითბო და ერთმანეთის მიმართ სიყვარული.

- მოსწავლეს სურს. . .

- მოსწავლეს სურს, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად მიმდინარეობდეს და არა დისტანციურად.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია მოსწავლისა და მასწავლებლის დაცილება სასკოლო ყოფა-ცხოვრებისაგან.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- პასუხისმგებლობა ნიშნავს იზრუნო, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შენს გვერდით მყოფებზე.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი, რომ ასეთი ვირუსი, რაც ახლა მსოფლიოში ტრიალებს, აღარასოდეს განმეორებულიყოს. ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობას ეცხოვროს მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- პედაგოგებს სჭირდებათ გვერდში დგომა, დაფასება, მათი შრომისა და საქმიანობის აღიარება.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- სასკოლო საგნებს დავამატებდი, სწავლებაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203