ვაიოს საჯარო სკოლაში მონატრებული მოსწავლეები საზეიმოდ, რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს
12-10-2021
4 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთათვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ. 

სკოლა მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ვაიოს საჯარო სკოლა გილოცავთ სრულიად საქართველოს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას, ჯანმრთელობასა და წარმატებებს გისურვებთ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203