
4 ოქტომბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.
სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთათვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის 17 მოსწავლემ, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დასწრებითი სწავლებით დაიწყეს.
სკოლის დირექციამ, მიულოცა მათ სასწავლო წლის დაწყება. უსურვა ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატებული სასწავლო წელი.
თითოეულ მოსწავლეს სასიამოვნო, უსაფრთხო სასწავლო გარემო, პერსონალური კომპიუტერები და ახალი სახელმძღვანელოები დახვდათ“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: