ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ვოკალური ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეს - ალექსანდრე დიასამიძეს გვაცნობს
12-10-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეს ალექსანდრე დიასამიძეს გვაცნობს. 

6 წლის ალექსანდრე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტებში და დიდი სურვილი აქვს ვიოლინოსა და ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრაც ისწავლოს.

„სკოლა „პროგრესი“ წარმოგიდგენთ ჩვენს ერთ-ერთ საამაყო აღსაზრდელს, ალექსანდრე დიასამიძეს.  ალექსანდრე მღერის, დიდი აუდიტორიის წინაშე კონცერტებზე გამოდის. ვოკალური მონაცემების გარდა სურვილი აქვს ვიოლინოსა და ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლოს. უყვარს ცურვა და როგორც ამბობს: ვისაც იცნობს ყველასთან ერთად უცურავია.
ასევე სურს დაეუფლოს კარატეს, რათა ძლიერი ბიჭი იყოს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

ნიჭიერი ალექსანდრეს ინტერვიუს ნახვა  „რჩეული თაობის“ მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში შეგიძლიათ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203