ძენწმანის საჯარო სკოლაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და ამავდროულად, ამაყობენ თავიანთი კურსდამთავრებული მაშველებით
12-10-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა ბათუმში მომხადრი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამავდროულად, ამაყობს იმ მაშველებით, რომლებიც სკოლის კურდამთავრებულები არიან და სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული.

სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მათი 2 კურსდამთავრებული არჩილ და ჯუმბერ სურმანიძეები პირველივე წუთებიდან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ. 

„ძენწმანის საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით!
ჩვენი დროის გმირები - ეს არის ფრაზა, რომელსაც საზოგადოების თითოეული წევრი ეთანხმება. აჭარა გლოვობს, განვიცდით, გვტკივა, მაგრამ ვართ ამაყები, რომ გვყავს ასეთი ძლიერი პროფესიონალი მაშველები. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები არჩილ სურმანიძე და ჯუმბერ სურმანიძე პირველივე წუთიდან, ქანცის გაწყვეტამდე, ცდილობდნენ ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენას. გვეამაყებით ბიჭებო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203