„პედაგოგებს ფინანსური სტიმული და სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგმოდულები სჭრიდებათ“- ურავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი კერესელიძე
მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ?- ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი კერესელიძე პასუხობს. - სკოლაში იგრძნობა. . .- სკოლაში იგრძნობა პოზიტიური ატმოსფერო.
- მოსწავლეს სურს. . .- მოსწავლეს სურს აიმაღლოს ცოდნის დონე, სასწავლო პროცესი იყოს მასზე მორგებული.
- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია დისტანციური სწავლების მართვა.
- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .- პასუხისმგებლობა ნიშნავს იყო მოწესრიგებული, სისტემატიურად გაეცნო სიახლეებს.
- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .- 10 წლის შემდეგ მოსწავლეთა სიმრავლეს ვისურვებდი.
- პედაგოგებს სჭირდებათ. . .- პედაგოგებს ფინანსური სტიმული და სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგმოდულები სჭრიდებათ.
- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .- სასკოლო საგნებს დავამატებდი მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე საგანთა ჯგუფს.