დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის პირველკლასელების პირველი დაუვიწყარი გაკვეთილი
12-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.
სწავლის საკლასო ოთახებში დაწყება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პირველკლასელებისთვის იყო.
დამრიგებელი ინგა კონცელიძე Iბ კლასის აღსაზრდელებს საინტერესო აქტივობით შეხვდა. პატარა მოსწავლეებმა სკოლაში პირველად მისვლის აღსანიშნავად საკუთარი ხელის ანაბეჭდები დატოვეს.
„ეს ჩემი მარჯვენა ხელია, ნიშანი - სკოლაში პირველად მისვლისა. წლების შემდეგ დავხედავ ამ ფურცელს და ვიტყვი: „ეს ძალიან ლამაზი და გამორჩეული დღე იყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს