თხილნარის N1 სკოლის პედაგოგები პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
12-10-2021
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.

სწავლის საკლასო ოთახებში დაწყება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პირველკლასელებისთვის იყო.

პატარა მოსწავლეებს პირველი დამრიგებლები განსაკუთრებულად შეხვდნენ და პირველკლასელებს გალამაზებული საკლასო ოთახები დაახვედრეს.

პირველმა დღემ როგორც პატარებისთვის, ისე პედაგოგებისთვის ძალიან ემოციურად ჩაიარა.

სკოლის დირექცია პირველკლასელებს ულოცავს სწავლის დაწყებას და ნაყოფიერ, წარმატებულ სასკოლო ცხოვრებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203