ზღვა ემოცია, მორთული საკლასო ოთახი და საჩუქრები - საყუნეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
4 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, რეგულაციების დაცვით, საკლასო ოთახებში განახლდა.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.
„4 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში დასწრებული სწავლება უსაფრთხო გარემოში განახლდა. სკოლაში დაცულია ყველა წესი, რომ მოსწავლემ და მასწავლებელმა თავი უსაფრთხო გარემოში იგრძნონ.
„პირველკლასელებისათვის პირველი დღე, პირველი შთაბეჭდილება, ცხოვრების ახალ ეტაპხე გადასვლა და განსხვავებული გარემო, სულ სხვა ემოციას იწვევდა, მათ მორთულ საკლასო ოთახში დახვდათ საჩუქრები და წიგნები, მათი სახე და გამომეტყველება ბედნიერებით და სიხარულით აღსავსე იყო.
იხილეთ ფოტოები: