მახოს საჯარო სკოლის წარმატებულ პედაგოგ ნუგზარ თავართქილაძეს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, მადლობის სიგელი გადაეცა
12-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ნუგზარ თავართქილაძე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 5 ოქტომბერს მასწავლებლეთა დღეს ტრადიციულად წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა. სულ აჭარის 65 პედაგოგი დაჯილდოვდა.
მახოს საჯარო სკოლიდან ამჯერად ხელოვნების მასწავლებელი ნუგზარ თავართქილაძე იქნა წარდგენილი.
„ვულოცავთ ბატონ ნუგზარს, მადლობას ვუხდით აქტიური მუშაობისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს