ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
12-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო გილოცავთ სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებას. განსაკუთრებით, ახალი სასწავლო წელი მინდა პირველკლასელებს მივულოცო. თითოეულ თქვენგანს მსურს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. გისურვებთ, მიგეღოთ საუკეთესო ცოდნა და გქონოდეთ ბავშვობის ულამაზესი წლები. იმედს გამოვთქვამ ჩვენთან მიღებული ცოდნა ნაყოფიერი აღმოჩნდება თქვენთვის“, - წერია დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს