წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კახიძემ განათლების სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ორ ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა
12-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა კახიძემ მშობლიური სკოლა ასახელა.

XII კლასის მოსწავლე მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესე - თემა: „მე ვარ ადამიანი“ და „21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემა“ - კრიტიკული მხარე. ანა კახიძე ორივე ნომინაციაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა და დაჯილდოვდა სერტიფიკატებით. წინსვლის საჯარო სკოლას კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

წინსვლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ ანა კახიძესა და პედაგოგ - ირმა დავითაძეს ამ მიღწევებს და უსურვებენ შემდგომ წარმატებას. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203