წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში დირექტორმა, მაია ქობულიამ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა
12-10-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია ქობულიამ საგრანტო პროექტთან დაკავშირებულ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა.

მაია ქობულიამ შეხვედრის სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში - „ლოგოსი“, წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა - „ლაგი“ გამართა საინტერესო, საინფორმაციო სახის შეხვედრა საგრანტო პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ  წყალტუბოს საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლები: რესურსცენტრის უფროსი ბ-ნი მ. ჩხეტიანი, უფროსი სპეციალისტი ნ. გიორგაძე, საჯარო სკოლის დირექტორები. დირექტორებს წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა გააცნო საგრანტო პროექტების შესახებ საინტერესო და დროული ინფორმაცია, ჩაატარა ტრენინგი განაცხადების სწორად შევსების შესახებ და ისაუბრა იმ სტრატეგიებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პროექტის გამარჯვებისთვის. სკოლის დირექტორმა, მაია ქობულიამ სტუმრებს უმასპინძლა იმ დარბაზში, რომელიც პროექტის ფარგლებში მოეწყო; ასევე ესაუბრა კოლეგებს თავისი გამოცდილების შესახებ. შეხვედრამ გულთბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203