ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
12-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ.
სკოლის დირექცია პატარა მოსწავლეებს სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ზედა აჭყვას საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის პირველკლასელებს სწავლის დაწყებას საკლასო ოთახებში. ვუსურვებთ დიდ წარმატებებს, ხალისიან, ლაღ და მშვიდობიან სასწავლო წელს“, - აღნიშნულია დირექციის წერილში.