კარბის საჯარო სკოლის პირველკლასელები სასკოლო ჩანთებით დასაჩუქრდნენ
12-10-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საჩუქრად სასკოლო ჩანთები დაახვედრეს. 

სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პატარებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. პირველკლასელებს საჩუქრად სასკოლო ჩანთები გადეცათ. მათი კლასი მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

კარბის საჯარო სკოლა მოსწავლეების გახარებსთვის შპს,,ნოვას'' მადლობას უხდის.

„4 ოქტომბერს პირველკლასელ მოსწავლეებს ლამაზი სასკოლო გარემო,თბილი და გულისხმიერი მასწავლებელი და საჩუქარი დახვდათ - კომფორტული სასკოლო ჩანთები. დიდი მადლობა შპს,,ნოვას''(inc-co ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში) მოსწავლეების გახარებისა და ზრუნვისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203