საკლასო ოთახებში დაბრუნების სიხარული და პირველკლასელთა ემოციები ქსოვრისის საჯარო სკოლაში
12-10-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლის პირველი დღის ამსახველ ვიდეოებს თავად სკოლა ავრცელებს. 

„სკოლაში დავბრუნდით. დღესასწაული და ემოციებით სავსე დღეა, გვიხარია ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც. დასწრებული სწავლის ყოველდღიურობა სავსეა მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული სიხარული და ემოციები დაწყებითი საფეხურის კლასებში იგრძნობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203