სენაკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ფარულავა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდა
13-10-2021
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ფარულავა, თავის სადამრიგებლო კლასს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა.
ნონა ფარულავა წერს, რომ თავის სადამრიგებლო მე-3ბ კლასს სკოლაში სწავლის დასწრებითად განახლების დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ.
დამრიგებელმა ასევე აღწერა როგორ გაატარეს დრო 4 ოქტომბერს მოსწავლეებმა.
„სასწავლო წლის განახლებას საკლასო ოთახებში სიხარულით ელოდნენ პატარები და ეს დღეც დადგა. ბავშვები ერთმანეთს აღტაცებით უზიარებდნენ ზაფხულის შთაბეჭდილებებს. მსჯობდნენ ვინ როგორ შეასრულა ზაფხულის დავალებები, ათვალიერებდნენ თავიანთი ხელით დამზადებულ ჰერბარიუმებს, აკეთებდნენ პრეზენტაციებს. შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. სენაკის გენო ადამიას სახელობის l საჯარო სკოლის მე-3გ კლასის მოსწავლეებს ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- წერს ნონა ფარულავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს