ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. პედაგოგი ელენე კალანდაძე მათ მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს, მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, პატარა მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა, ელენე კალანდაძემ „აი ია“ აუხსნა. პედაგოგმა მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩართო.
სასწავლო პროცესის დროს პედაგოგმა სამახსოვრო ვიდეორგოლი ჩაიწერა.
„დედასავით შევიყვარეთ აი ია, აი ია“, - ამბობს დამრიგებელი ელენე კალანდაძე.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: