სენაკის N1 სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა, შორენა სირიამ საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა
12-10-2021
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პატარებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. მოსწავლეებმა კი დამრიგებელს ყვავილები მიართვეს. 

Iკლასის დამრიგებელი პედაგოგი შორენა სირიაა. 

სკოლა ულოცავს პირველკლასელებს სკოლაში შესვლას და წარმატებას უსურვებს.

„დადგა ნანატრი ცოდნის ზეიმი, რომელიც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი უდავოდ პირველკლასელთათვისაა. ცნობისმოყვარედ შემოანათეს ნებიერა თვალები საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში. სენაკის პირველი საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები (კლასის ხელ-ლი შორენა სირია) მხიარულად გაეცნენ ერთმანეთს. ლექსებსა და სახალისო გამოცანებს საზღვარი არ უჩანდა. აჟრიამულდა ბავშვების სიცილ-კისკისს მონატრებული დერეფნები, ეზო, საკლასო ოთახები. ულევი წარმატება თქვენ - ჩვენო უსაყვარლესო აღსაზღდელებო, კოლეგებო, მშობლებო!
ღმერთმა ინებოს, კვლავ არ შეაფერხოს რეალურ სივრცეში სასწავლო პროცესი ამ საშინელმა ეპიდემიამ“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203