„სკოლის კედლებს დაუბრუნდა სიცოცხლე და მოსწავლეთა ჟრიამული“- ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
12-10-2021
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

სკოლა პირველკლასელებს სკოლაში შესვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. 

„2021-2022 სასწავლო წელი დაიწყო, სკოლის კედლებს დაუბრუნდა სიცოცხლე და მოსწავლეთა ჟრიამული. ჩვენც დიდი შემართებით შევუდექით სასწავლო პროცესს. განსაკუთრებით დიდი სიხარულით ვულოცავთ პირველკლასელებს მოსწავლეობას“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203