მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე გარემოს“ წევრებმა, პედაგოგ ლალი ფაილოძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოს გასწვრივ მარადმწვანე ხეები დარგეს.
ნერგები სკოლას ისტორიის პედაგოგმა მიხეილ წულაიამ გადასცა, რისთვისაც სკოლა მას დიდ მადლობას უხდის.
„ეკოკლუბი „მწვანე გარემოს“ მიერ (ხელმძღვანელი ლალი ფაილოძე) სკოლის ეზოს გასწვრივ დაირგო მარადმწვანე ხის ნერგები.
აღნიშნული ნერგები სკოლას გადასცა ისტორიის მასწავლებელმა მიხეილ წულაიამ. დიდ მადლობა მას გულისხმიერებისა და მხარდაჭერისათვის.
ბატონო მიხეილ! გაივლის წლები და ეს ხეები დაამშვენებს გარემოს, თქვენ კი ნამდვილად გექნებათ სიამაყის საფუძველი. მადლობა თქვენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: