ბათუმის N22 სკოლის მოსწავლეებმა ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-10-2021
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლის მოსწავლეები ამ უდიდესი დანაკლისით გამოწვეულ სევდას იზიარებენ და მწუხარებას უერთდებიან.
„ტკივილი, მწუხარება გვაერთიანებს; თანადგომის და სიყვარულის სწავლებით იზრდება მომავალი თაობა; ჩვენ ვიზიარებთ ამ უდიდესი დანაკლისით გამოწვეულ უკიდეგანო სევდას და მწუხარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.