ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგი მთვარისა ფიფია მეოთხე კლასის მოსწავლეებს და მშობლებს ემოციურად მიმართავს
12-10-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მართალია სწავლა უკვე დასწრებით ფორმატში განახლდა, თუმცა 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა.

სკოლის პედაგოგი მთვარისა ფიფია ონლაინ სწავლების ფორმატის დროს მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად შრომობდა.

პედაგოგი, მეოთხეკლასელებსა და მათ მშობლებს ონლაინ სწავლების დროს გამოჩენილი თანადგომისთვის მადლობას უხდის და დისტანციური სწავლის პირველ დღეს იხსენებს:

„დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ონლაინ  შეხვედრასაც  თავისი ხიბლი აქვს. მადლობა მშობლებს ამ თანადგომისთვის, სიხარული, ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები, თბილი სიტყვები. ასეთი იყო  პირველი გაკვეთილი. წარმატებები ჩემს პატარებს, ღმერთმა მისცეთ ასეთი ფერადი ცხოვრება“, - აღნიშნავს მთვარისა ფიფია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203