ხორენიის საჯარო სკოლაში სწავლა სიახლეებით დაიწყო
12-10-2021
ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლამ თერთმეტი პირველკლასელი და დაწყებითი კლასის პედაგოგი რუზანნა  მელდონიანი მიიღო. აღსაზრდელებს მასწავლებელი დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა წარუდგინა; სკოლის ხელმძღვანელმა პატარებს კომპიუტერები და წიგნები გადასცა.

ასევე, სკოლის საკლასო ოთახები კაპიტალურად გარემონტდა.

„ხორენიის საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს მზად  შეხვდა. 4 ოქტომბერს მივიღეთ თერთმეტი პირველკლასელი; აგრეთვე მივიღეთ დაწყებითი კლასების მასწავლებელი რუზანნა მელდონიანი. სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა პირველკლასელებს და მათ მშობლებს  კლასის ხელმძღვანელი გააცნო; მან მოსწავლეები გაახარა კომპიუტერებით და ახალი სასწავლო წიგნებით. ზაფხულის არდადეგებზე კაპიტალურად გარემონტდა საკლასო ოთახები, გავადიდეთ სკოლის ეზოს ღობე სამას ათი კვადრატული მეტრით. შარშანდელთან  შედარებით წელს ხუთი მოსწავლით მეტი გვყავს სკოლაში, სულ ოთხმოცდაერთი მოსწავლეა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203