„გახსოვდეთ, თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“-ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგის მიმართვა მოსწავლეებს
11-10-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლის პედაგოგმა, ლია სურმანიძემ სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა:
„გულითადად ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას. დაიწყო ახალი სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდიელბის, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარები. თქვენთვის ცხოვრებაში ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს“, - წერს ლია სურმანიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს