ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის ეზოში ჩაუტარდათ
11-10-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მუზეუმის ეზოში მათ სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ჩაუტარდათ. მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე მათ ექვთიმე თაყაიშვილზე, როგორც ზნეობრივი გმირობის მაგალითზე ესაუბრა. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეების ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირმა გორდელაძე იყო. 

„წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის თვე დადგა. სამოქალაქო განათლების გაკვეთილი მუზეუმის წმინდა ეზოში.
სამოქალაქო აქტივიზმისა და ზნეობრივი გმირობის მაგალითი ლიხაურელი მოსწავლეებისათვის და არამარტო მათთვის.
ბატონი რუსლან ურუშაძეს ბავშვები სულგანაბული უსმენდნენ. რა თქმა უნდა, ჩემი საუბრების შემდეგ უკეთეს მთხრობელსა და ექვთიმეს ღვაწლის მცოდნეს ვერც ვინატრებდი“,- წერს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირმა გორდელაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203