ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
11-10-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლა სასკოლო საზოგადოებას სწავლის დასწრებით ფორმატში განახლებას ულოცავს.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა. სკოლაში დაცულია ყველა შესაბამისი რეკომენდაცია.
სკოლა მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მშვიდობიან და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მონატრებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან და ნაყოფიერ წელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს