''ეტალონის'' შემოქმედებითმა ჯგუფმა ჯიხაშკარში ის სახლი მოინახულა, სადაც გარდაცვლილი პირველი პრეზიდენტი იყო დასვენებული
21-10-2016
ზარანდიების სახლი სწორედ ის ადგილია, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო დასვენებული.

ვალიკო ზარანდია იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველი პრეზიდენტის ნეშთი თავის სახლში დაასვენა.

დღეს კი ვალიკო ზარანდიას შვილი-რეზო და შვილიშვილი-ლაშა უვლიან ამ ადგილს. 

მათ დღემდე შენახული აქვთ დროშა, რომელიც პირველ პრეზიდენტს გარდაცვალების დროს თან ჰქონდა.

დღეს ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფი სწორედ ამ ადგილას ეწვია. 

ეროვნული მედია-პროექტის ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, ჯიხაშკარის საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად, სანთელი დაანთო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო პრეზიდენტის ხსოვნას. 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203