ახალშენის საჯარო სკოლაში პირველი ზარი ერთადერთმა პირველკლასელმა დარეკა
11-10-2021

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ერთადერთი პირველკლასელისთვის - მათე მამულაშვილისთვის, რომელსაც მისი პირველი მასწავლებელი სოფიო აზარაშვილი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდა. 

სწორედ მათემ დარეკა სკოლაში პირველი ზარი. მისი პირველი მასწავლებელი სოფიო აზარაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203